ქუთაისელი კიკბოქსიორები შავი ზღვის
თასის მფლობელები გახდნენ.
საერთაშორისო ტურნირი 21-23 ივლისს, ურეკში მიმდინარეობდა. მასში 300-მდე სპორტსმენი საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობდა.
ტურნირში ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი ჩაერთო, მათგან 9 ოქროს, 2 კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.