ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბალახის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სტადიონის დირექტორის, თამაზ კიკვიძის თქმით, გაკეთდა სარწყავი წყლის სისტემა. მოედანზე ბალახის საფარს ფეხბურთის ფედერაცია აგებს.
,,მიმდინარეობს მოედნის საფარის დაგება. ორი მესამედი ფაქტიურად დაგებულია. გაკეთდა სარწყავი წყლის სისტემა. დამატებით ძრავა იყო შესაძენი და შეძენილია. დარჩენილია ერთი მესამედი და სათადარიგო ადგილი, სადაც ბალახი უნდა განლაგდეს, რომ მერე შეცვლა რომ დაგვჭირდება გაკეთდეს”.- განაცხადა თამაზ კიკვაძემ.
რაც შეეხება მოედნის რეკონსტრუქციას, ის ქალაქის მერიამ უნდა განახორციელოს. სტადიონის დირექტორის თქმით, პროექტირება ჯერ არ დასრულებულა.
,,პროექტი ჯერ არ დასრულებულა. საბოლოო სახე არ მიცემია. ამის შემდეგ განისაზღვრება სამუშაოების მოცულობა”.- ამბობს თამაზ კიკვაძე.
მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე სხვა სამუშაოები არ განხორციელებულა, დირექტორი ამბობს, რომ ,,ტორპედო” ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს შეძლებს.
,,აქ მეოთხე კატეგორიის სტადიონის გაკეთდება. ეროვნული ჩემპიონატის დროს არ არის საჭირო მეოთხე კატეგორიის სტადიონის აუცილებლობა. ასე, რომ გუნდი ახალი სეზონიდან შეუდგება თამაშებს ჩვენს სტადიონზე”.- განაცხადა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვიძემ.
ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi