,,როდესაც ჩაჩავა თავის ვალდებულებას არ ასრულებდა, მანამდე უნდა მომხდარიყო
პროცესებში ჩართვა, რომ ეს კრიზისული სიტუაცია ბოლომდე არ მისულიყო.” – ამს შესახებ ქუთაისის საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან” მერაბ მეშველიანმა განაცხადა და ,,ტორპედოში” არსებულ ფინანსურ კრიზის გამოეხმაურა. მისი თქმით, ,,ტორპედოს” თემა ქალაქის ღირსების საკითხია, რაშიც მერი აქტიურად უნდა ჩართულიყო.
,,როდესაც ჩაჩავა თავის ვალდებულებას არ ასრულებდა, მანამდე უნდა მომხდარიყო პროცესებში ჩართვა, რომ ეს კრიზისული სიტუაცია ბოლომდე არ მისულიყოკიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ,,ტორპედოში” ან მის უკან გარკვეული პირადი ინტერესი ან მის უკან დგას ლობისტური ჯგუფები, ამ შემთხვევაში მერია და მერი ვერ არის მოქმედი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქალაქის მერი ვალდებულია, რომ როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ხდება ის უფრო მეტად ჩართული უნდა იყოს და უფრო მეტად იღებდეს გადაწყვეტილებებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ქალაქის მერი არ აქტიურობდა. მაგალითად, პარლამენტს ან სხვა მნიშნელოვან საკითხებს ეხებოდა, მაგრამ ესეც ხომ ქუთაისის თემაა, ქუთაისის ღირსების საკითხია. ქალაქის მერი ვალდებულია უფრო ქმედითუნარიანი ყოფილიყო. სანამ აქციები არ მოუწყვეს გულშემატკივრებმა მერიის წინ, მანამ თავისი ქმედება არ გამოავლინა. ქალაქის მერის დამოკიდებულება კრიტიკას ვერ უძლებს”,- განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
შეგახსენებთ, გუნდში კვლავ ფინანსური პრობლებია. არსებული ინფორმაციით, დავალიანება მხოლოდ იმ 5 ფეხბურთელს დაუფარეს, რომლებიც ძველი შემადგენლობიდან გუნდში ამ დრომდე რჩებიან. კლუბის პრეზიდენტისა სპონსორის მოლაპარკების შედეგების შესახებ კი განცხადებები სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა გაკეთდეს.