ფინანსური პრობლემების მიუხედავად ქუთაისის ,,ტორპედო” ,,ორდაბასთან” შესახვედრად ემზადება.
11 ივლისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში “ტორპედო” ყაზახეტში “ორდაბასს” დაუპირისპირდება. ,,ტორპედოს” მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდში არსებული პრობემების ფონზე კარგი შედეგის დადებას მაქსიმალურად შეეცდებიან.
“ათმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი და პრაქტიკულად გვიწევს ახალი გუნდის ჩამოყალიბება. მოვიწვიეთ ფეხბურთელები კლუბში, რომლებიც ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ. 11-ში თამაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი. რა სურათიც გვაქვს გუნდში აქედან გამომდინარე მაქსიმუმი უნდა ვეცადოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გუნდიდან წავიდა. ამ გუნდის ღირსება დაიცვა. მათ მინდა წარმატება ვუსურვო და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ გუნდში მოვიდნენ და ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ, მათაც წარმატება მინდა ვუსურვო. ტრამვირებულები ვინც ამ წუთას გუნდშია, ზივზივაძე და დოლიძე, ვერ დაგვეხმარებიან პირველ შეხვედრაში. დანარჩენი ვინც გუნდშია ყველანი მზადყოფნაშია საბრძოლველად.”- ამბობს ჩხეტიანი. მწვრთნელის კომენტარს ,,ტორპედოს” ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
კლუბს ახალწვეულები ჰყავს. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე ,,ტორპედოში” “რუსთავიდან” გადავიდა, ,,რუსთავიდან” შეუერთდა ქუთაისის გუნდს 25 წლის ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა, 22 წლის მცველი თამაზ ცეცხლაძე აზერბაიჯანში ასპარეზობდა, სადაც “საბაილის” ღირსებას იცავდა, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ოთარ კობახიძე ,,ტორპედოს” ,,ლოკომოტივიდან” შეურთდა, “საბურთალოს ” შემდეგ ქუთაისში ითამაშებს 22 წლის მცველი ცოტნე ნადარაია,ბოლოს ბათუმის “დინამოში” თამშობდა ,,ტორპედოს” კიდევ ერთი ახალწვეული, 24 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი.