პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საჩხერელმა სპორტსმენმა
მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრი კუნძულ მადეირაზე ბიატლსა და ტრიატლში მიმდინარეობდა.
ქრისტინა ჭიტაძე საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ნაკრების წევრია.
ქრისტინა ტრიატლში (სროლა – ცურვა – სირბილი) და ლაზერ-რბენაში იუნიორების კატეგორიაში მეორე ადგილის გამარჯვებული გახდა და შესაბამისად, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფოტო: საჩხერის მერია