ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს
ქუთაისის “ტორპედო” ყაზახეთში დღეს გამართავს. გუნდის მეტოქე კახაბერ ცხადაძის “ორდაბასია”. ქუთასის “ტორპედოს” მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მიუხედავად იმია, რომ გუდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა და ფაქტიურად ყაზახეთში ახალი გუნდით ჩავიდა, მატჩისთვის მაქსიმალურად მომზადებულნი არიან.
” მეტოქის არაერთი თამაში ვნახეთ და კარგად შევისწავლეთ. “ორდაბასი” ძალიან კარგი გუნდია, მას კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ვიცნობთ ზიგი ბადიბანგას, მაგრამ აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და არავისი გვეშინია!” – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანმა, რომლის კომენტარსაც “ტორპედოს” პრესსამსახური ავრცელებს.
“ტორპედო”- “ორდაბასის” შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
ქუთაისში, “ტორპედოს” გულშემატკივრები კი ხარაზოვის ბაღში შეიკრიბებიან და გუნდს იქედან უგულშემატკივრებენ. ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, მატჩის ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.
ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi