პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
გოგი წულაია ქუთაისის “ტორპედოს” სოლიდარობას უცხადებს. წულაია გუნდის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, “ტორპედოს” გაძლიერებით ქალაქში სპორტული ტურიზმი განვითარდება. ქუთაისი არ უნდა დარჩეს გუნდის გარეშე.
“კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლება, ვისაც ეს ეხება, რომ ქუთაისი არ დარჩეს “ტორპედოს” გარეშე. მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს, როდესაც “ტორპედო” თმაშობდა ძალიან კარგ ფეხბურთს, ბათუმის, ოზურგეთის, სამტრედიის ავტობუსები ჩამოდიოდა. ის დღე იყო ქუთაისისთვის ზეიმი. მე მინდა, რომ ეს ისევე გადაიქცეს ის დღე ზეიმად, როდესაც ქუთაისი ითამაშებს. სტადიონი ჰგავდეს სტადიონს, განვითარდეს სპორტული ტურიზმი.”- განაცადა გოგი წულაიამ.