ქუთაისში “ტორპედოს” სოლიდარობის აქცია გაიმართა. “ტორპედო ჩვენი სიამაყეა”,
“გვეამაყებით, ბიჭებო”.- ამ ლოზუნგებით გულშემატკივრები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ.
“დღევანდელი ჩვენი გამოსვლის მიზანია, რომ ქუთაისის “ტორპედოს” სოლიდარობა გამოვუცხადოთ. გუნდს სულ ცოტა ხანში უწევს გასვლა ევროტურნირებზე. ჩვენ მათ გვერდით ვართ, რომ სასურველი შედეგით დაბრუნდეს ჩვენი გუნდი.”- განაცხადა “ტოპრედოს” გულშემატკივარმა გიორგი ვაჩიბერაძემ.
,,დღეს გავიგეთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არაფერ შუაში ყოფილა. არავის არავინ არ მისულა მატთან. ასე განაცხადა მინისტრმა. გამოსული ვართ ახლა სოლიდარობის აქციაზე. “ტორპედოს” ვუცხადებთ სოლიდარობას. ხახალი ინიციატივებით გამოვალთ და ეს აქციები არ შეწყდება”.-განაცხადა “ტორპედოს” გულშემატკივარმა ამბერკი რუხაძემ.
გულშემატკივრებმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. მასში “ტორპედოს” უახლოესი წარსულის ამსახველი კადრები და გუნდის მხარდასაჭერი ვიდეომიმართვები იყო გაერთიანებული.