“ტორპედოს” პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის

გაფორმებას ვარაუდობს. ზაალ ჩაჩავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულება გაფორმდება “ტორპედოს” გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინელ ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ყველაზე ცოტა 5 და მაქსიმუმ 10 წელი გუნდს არანაირი პრობლემა არ ექნება. ამის შემდეგ ისეთი ბიუჯეტი ექნება ქუთაისის “ტორპედოს”, რომ არც გვქონია თუ შედგა მოლაპარაკება და დიდი ალბათობით უნდა შედგეს ეს ხელშეკრულება.” – განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

რაც შეეხება “ტორპედოს” გულშემატკივრების მოთხოვნას ჩაჩავას მიერ გუნდის დატოვების შესახებ, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს გამოსავალი არ არის.

“შემიძლია წავიდე, მაგრამ ამით გუნდს არაფერი ეშველება. მერია ამ გუნდს ვერ დააფინანსებს, მით უმეტეს გულშემატკივრები. მე თუ წავალ, წავალ იმ შემთხვევაში თუ ვნახე რომ ქუთაისის “ტორპედოს” აღარ ვადგები”- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

შეგახსენებთ “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია, რის გამოც ფეხბურთელებს ანაზღაურებას ვერ აძლევდნენ.  ზაალ ჩაჩავას განცხადებით, სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა უკვე განხორციელდა. 

ამავე თემაზე: 

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს” – ზაალ ჩაჩავა



“ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს”


“ჩაჩავა უნდა წავიდეს” – “ტორპედოს” გულშემატკივრება აქცია გამართეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *