ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.

ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსებთან ერთად ახალი ფეხბურთელების მოძებნაც მიმდინარეობს. 

“დღეს ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი ჩაერიცხათ. ვინც წავიდა გუნდიდან, ალბათ უნდოდათ წასვლა და წავიდნენ. შევთავაზეთ მათ ხელფასები, გვინდოდა დარჩენილიყვნენ და არ დარჩნენ. ზოგი “დინამოში” წავიდა და ზოგი სადღაც წავიდა. ვინც დარჩა სახეზე არიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს. გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ბრძოლას უეფაზეც და საქართველოს ჩემპიონატზეც. მოლაპარაკება ქართველ ფეხბურთელებთან და უცხოელებთან მიმდინარეობს. ცოტა დრო გვაქვს და ამ დროში მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კარგი ფეხბურთელები,” – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას “ტორპედოს” პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ. 

მისივე თქმით, დარჩენილი სახელფასო დავალიანების დარიცხვაც მალე მოხდება და პრობლემები არ შეიქმნება. 

ზაალ ჩაჩავას თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინელ ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გუნდის სპონსორობასთან დაკავშირებით. გუნდის პრეზიდენტი იმედოვნებს რომ მოლაპარაკებები “ტორპედოს” სასარგებლოდ დასრულდება. 

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც “ტორპედოს” ფეხბურთელები ტოვებენ.   კონტრაქტი დაუმთავრდა და წავიდა ალექსანდრ აზაცკი. გუნდი დატოვა მამუკა კობახიძემ. ბათუმის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ “ტორპედოს” მერაბ გიგაურიც დაემშვიდობა. ის კარიერას უცხოეთში გააგრძელებს, გუნდი ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ და რიჩარდ ლუკამაც დატოვეს.

ამავე თემაზე: 


“ჩაჩავა უნდა წავიდეს” – “ტორპედოს” გულშემატკივრება აქცია გამართეს


“ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *