ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები ადგილობრივი თვითმმართველობის
წინ აქციას გამართავენ. ისინი ეკონომიკის სამინისტროსგან გუნდში ჩინელი ინვესტორების მისვლის დადასტურებას ითხოვენ.
“დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია “ტორპედოს”გადასარჩენად გაიმართება 17 საათზე. მთავარი ,სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნა არის,რომ ეკონომიკის სამინისტრომ სასწრაფოდ დაადასტუროს ჩინელი ინვესტორების გუნდში მოსვლა! უნდა გაერთიანდეთ მთელი ქუთაისი. დრო აღარ არის.” – აცხადებენ გულშემატკივრები.
ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია, რის გამოც ფეხბურთელები ანაზღაურებას ვერ ღებულოდნენ. ზაალ ჩაჩავას განცხადებით, სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა უკვე განხორციელდა. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ ხელშეკრულება გაფორმდება “ტორპედოს” გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.
ქუთაისის მერიის წინ აქცია გუშინაც გაიმართა და გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ამავე თემაზე:
“ტორპედოს” პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას ვარაუდობს
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს” – ზაალ ჩაჩავა
“ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს”
“ჩაჩავა უნდა წავიდეს” – “ტორპედოს” გულშემატკივრება აქცია გამართეს