სპორტი
საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელი დააკავა.

მასთან ერთდ დაკავებულია კიდევ 7 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. "ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

"2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "თბილისის მერანსა" და საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს."- წერია სუს-ის განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეოს ავრცელებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
14:45 / 18.09.2019
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
17:43 / 17.09.2019
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
ქუთაისის ,,ტორპედოში
11:54 / 17.09.2019
ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ამ ფონზე მათ 16 სექტემბერს
,,ტორპედოსა
11:45 / 17.09.2019
,,ტორპედოსა" და ,,საბურთალოს" შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 9 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019