ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა “ქუთაისი 2010” სუპერლიგის ნახევარფინალურ
მეხუთე შეხვედრაში თბილისის “დინამო” დაამარცხა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა მეტოქე ანგარიშით 78:74 დაამარცხა.
თამაშს ენ-ბი-ეის ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც ესწრებოდა.
ფინალში გუნდი მარნეულის “დელტას” შეხვდება.