ევროპისა და მსოფლიოს ჩემპინი კრივსა და კიკ-ბოქსში, ონისე სოსელია
ტრამვის მიღების შემდეგ აქტიურ სპორტს უბრუნდება. სპორტსმენი მომავალი ჩემპიონატებისთვის მზადებას იწყებს.
“ორთვიანი პაუზა მქონდა. ჯანრთლეობის მდგომარეობის გამო ვერ ვვარჯიშობდი. ოპერაცია გავიკეთე. ხვალიდან ვიწყებ მზადებას და მინდა კრივში ევროპის ჩემპიონი გავხდე”.- განაცხადა ონისე სოსელიამ.
სპორტსმენს უკვე არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული:
2015 -2016 წლებში კიკ-ბოქსში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2017 წელს იყო კრივში მსოფლიოს ჩემპიონი, 2018 წელს კი კინ-ბოქსში საერთაშორისო ტურნირი მოიგო.