ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის კრივის ტურნირი დასრულდა.
ჩემპიონატი 4-დან 7 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში 2005-2006 წლებში დაბადებული 165 მოკრივე მონაწილეობდა.
ქუთაისელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:
პირველი ადგილი- საბა ერემეიშვილი (48კგ. მწვრთნელი – ემელიან ჭულუხაძე)
თეიმურაზ ქართველიშვილი (72 კგ. მწვრთნელი – ზაალ ჯავახაძე)
მეორე ადგილი- დემეტრე მიქაუტაძე (48ჯგ. მწვრთნელი – ავთანდილ პერანიძე)
იოანე გუჯეჯიანი (52 ჯგ. მწვრთნელი მიხეილ კაპატაძე)
საბა სინაურიძე (54კგ. მწვრთნელი ზაალ ჯავახაძე)
ბექა ქარქაშაძე (50 ჯგ. მწვრთნელი ემელიან ჭულუხაძე)
მესამე ადგილი – დავით მიქაუტაძე (48კგ. მწვრთნელი ავთანდილ პერანიძე).
ჩემპიონები ჯამში 20 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში და ევროპის 2019 წლის ჩემპიონატში მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომელიც თბილისში, აგვისტოს თვეში გაიმართება.
ფოტო: კრივის ეროვნული ფედერაცია