ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველაძემ, ბათუმში მიმდინარე
ევროპის ძალოსნობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ის 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა,156 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
“იყვნენ ბელარუსი, თურქი, გერმანელი სპორტსმენები. ჩემთან ერთად ქართველი სპორტსმენი რამინი შამილლიშვილიც მონაწილეობდა, თუმცა ქულები მედლისათვის არ ეყო. საკმაოდ კარგი ბრძოლა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ანაბარი ძალებით ვიყავით., ეს შედეგებმაც დაადასტურა, თუმცა აკვრის ჭიდში ვაჯობე ყველას. პირველ მოძრაობაში, სამწუხაროდ, ცუდი სტარტი მქონდა აღებული. ორჭიდის ჯამზეც იმოქმედა ამ შედეგებმა და ორჭიდში მეოთხე ადგილზე დავრჩი.”- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას შოთა მიშველაძემ.
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მიშველაძის შედეგებით საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
ქუთაისელ სპორტსმენს რამდენიმე რთული ტრამვა აქვს მიღებული, მიუხედავად ამისა შოთა მიშველაძე იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას შეძლებს.
ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო