წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი
23 აპრილს გაიხსნება. ამავე დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩი გაიმართება.
ერთმანეთს რეგიონალური ლიგის გუნდები:”სამგურალი”( წყალტუბო) და ‘ბეთელემი”( ქედა) დაუპირისპირებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
შეგახსნებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და წყალტუბოს მერიამ განახორციელეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სტადიონზე დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი დასაჯდომი სკამები, დაისხა ბეტონი სკამებისთვის, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი. მერიას სტადიონის რეაბილიტაცია 456 ათასი ლარი დაუჯდა.
სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომდევნო წლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება.
წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი 3500 მაყურებელზეა გათვლილი.