ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციისათვის
საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საპროექტრო დოკუმენტაციის შესადგენად 35 ათასი ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რებილიტაციის ფარგლებში რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს სამთავრობო ლოაჟას, რომელიც 100 კაცზე იქნება გათვლილი, გარემონტდება საშხაპეები, გასხდელები, მსაჯების, დელეგატების ოთახები, დოპინგკონტროლის ოთახი, სამედიცინო ოთახი, მასპინძელი გუნდისათვის უნდა მოეწყოს მასაჟის ოთახი.
უნდა გაკეთდეს მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელის გადახურვა. მესამე სართულზე მოეწყობა პრესლოჟა, რომელიც 60 ადგილზე იქნება გათვლილი, საკომენტატორო 10 ადგილით, 30 ადგილზე გათვლილი სივრცე ჟუნრალისტებისათვის, 10 ადგილიანი სივრცე ფოტორეპორტიორებისათვის, საკონტროლო და ტელესტუდიის ოთახები, 50 ადგილიანი საპრესკონფერენციო დარბაზი, ტორპედოს ისტორიის საგამოფენოს სივრცე და ბარი, სტუმარი გუნდის გუნდის გულშემატკივრებისათვის სამედიცინო ოთახი, ვიაიპ სივრცე სტუმრებისათვის, 150 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი, სტადიონის ტერიტორიაზე გარემონტდება საპირფარეშოები და ა.შ.
მოედნის საფარს ფეხბურთის ფედერაცია მოაწყობს.
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სამუშაოების ჩასატარებლად 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე კი წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება.
იხ. სტადიონიზე ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი.