საქართველოში სპორტში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების – 23%.
რაც შეეხება იმერეთს, ქართული სპორტის სტატისტიკის გვერდის მონაცემებით, იმერეთში სულ 209 სპორსმენია (ყველა თაობის). აქედან 11 ქალია, ხოლო 198 მამაკაცი.
პარასპორტსმენთა საერთო რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა და ამჟამად 954-ს შეადგენს.