ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე მეორე შეხვედრა ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა.

შეჯიბრი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ქუთაისი 2010” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. “ქუთაისი 2010”-მა მეტოქე ანგარიშით 83: 78 დაამარცხა. 

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე დღეს ჯგუფებში ბოლო თამაშები გაიმართება და ფინალისტებიც გამოვლინდებიან.

თამაშების განრიგი ასეთია: კაკტუსი vs ოლიმპი -13:00 საათი; დინამო vs მგზავრები – 15:00 საათი; ბათუმი vs დელტა – 17:00 საათი; ქუთაისი 2010 vs თსუ-ჰიუნდაი – 19:00 საათი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *