“ზურაბ საკანდელიძე -მიხეილ ქორქიას” მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო
მატჩში ქუთაისი 2010″ “თსუ ჰიუნდაისთან” დამარცხდა.
დღევანდელი დამარცხების შემდეგ, თასი, რომლის მფლობელიც სამი წელია “ქუთაისი 2010-ა”, წელს “თსუ ჰიუნდაის” ან “დელტასი” გახდება.
“ქუთაისი 2010” მიმდინარე სეზონზე გულშემატკივრის ნაკლებობასაც განიცდის, რისი მიზეზიც ფან-კლუბსა და გუნდის ადმინისტრაციას შორის შექმნილი დაძაბულობაა.
შეგახსენებთ, რომ “ზურაბ საკანდელიძე – მიხეილ ქორქიას” მემორიალური ტურნირი 16 წელია მიმდინარეობს და ბოლო 2 წლის განმავლობაში სრული ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქში იმართება.