2019 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩი” 7 თებერვალს
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩში ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები დაუპირისპირდებიან. ქართველი სპორსტმენების გუნდს კოტე ტუღუში, “ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელი უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერების გუნდს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. “ყველა ვარსკვლავის მატჩის” ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.
ALL STAR-ის შემადგენლობა უკვე ცნობილია.
ყველა ვარსკვლავის მატჩი ქუთაისში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო: http://www.gbf.ge/