ქუთაისის სპორტის სასახლეში, ოლიმპიური ჩემპიონების,
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი დაიწყო. ქორქია-საკანდელიძის რიგით მე-14 მემორიალში სუპერლიგის 8 გუნდი : “ა” ჯგუფი: დინამო, დელტა, მგზავრები, ბათუმი და “ბ” ჯგუფი: ქუთაისი, თსუ-ჰიუნდაი, ოლიმპი, კაკტუსი მონაწილეობს.
4, 5 და 6 თებერვალს ჯგუფის თამაშები გაიმართება, რის შედეგადაც ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში გავლენ. ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის საახლეში 8 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.
ტურნირი ქუთაისის მერიის, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარეობს. გამარჯვებული გუნდი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი გახდება.
ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო