“ტორპედომ” ბათუმის “დინამოსთან ” ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა დღეს, 15 :00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისურმა გუნდმა ბათუმის გუნდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. 3 თებერვალს ქუთაისური გუნდი თურქეთში გაემგზავრება და ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგება.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაცით, თურქეთში “ტორპედო” 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. განრიგი ასეთია: 6 თებერვალი – “ტორპედო” – “აკადემია პანდევი”, 7 თებერვალი – “ტორპედო” მინსკის “დინამო”, 9 თებერვალი – “ტორპედო” – სერბეთის “რადი”, 13 თებერვალი – “ტორპედო”- ლვოვის “კარპატი” , 16 თებერვალი – “ტორპედო”- კიევის “არსენალი”.
წყარო: F.C. Torpedo Kutaisi