ქუთაისში წყვილთა რბოლა და დრიფტის
შოუ გაიმართება. ტურნირის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სად გაიმართება შოუ ჯერჯერობით უცნობია. ტენდერის დასრულების შემდეგ რბოლის ჩატარების ადგილის შერჩევას ქუთაისის მერია უზრუნვეყოფს. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ადგილის დასუფთავება ღონისძიების დასრულების შემდეგ.
გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებსაც შესაბამისი თასები , მედლები და დიპლომები გადაეცემათ.
წყვილთა რბოლა და დრიფტის შოუ 14 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ტურნირის ორგანიზებისათვის 4 ათას 300 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს იწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.