საქართველოში პირველი სტანდარტების
შესაბამისი სკეიტ პარკი, ქუთაისში გაიხსნა. სკეიტბორდის მოედანი ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ..
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საქართველოს სკეიტბორდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოჟაძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ. სკეიტ შოუში მონაწილეობა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმაც მიიღეს.
,,ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტ პარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის უკან დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისის არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს ყველაფერი ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტების შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა. სკეიტ პარკი ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაჯდა.