ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ევროპის სპორტულ კვირეულს უერთდება.
28 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე, აღმაშენებლის ხეივანში ველოგარბენი მოეწყობა. მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ველოგარბენის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
პარალელურად, 16:00 სთ-ზე, ბალახვანში ასსაფეხურიან კიბესთან მოეწყობა შეჯიბრი ბადმინტონში. 17:00 სთ-ზე კი, ქუთაისელი სკეიტბორდერები საჩვენებელ პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში წარადგენენ.
საქართველო ევროკომისიის ინიციატივას წელს პირველად შეუერთდა. ევროპის სპორტის კვირეული მიზნად ევროპის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობისა და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაციას ისახავს.