ქუთაისში, ბუხაიძის ქ. მე-2
მ/რნ N25-თან მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყობა. შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. მოედნის მოსაწყობა 45 ათასი ლარია განკუთვნილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოედნის საფარად წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა იგეგმება, ასევე ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათ-ბურთის კონტურები დაიხაზება, დამონტაჟდება საკალათბურთო ბადე და რგოლი.
სატენდერო წინადადებების მიღება 9 სექტემბერს იწყება და 14 სექტემბერს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის ვადაში.