წყალტუბოში, სოფელ მე-2 უბანში,
საფეხბურთო მინი მოედანი მოეწყო. დასრულებული სამუშაოები წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა ცონტე ზურაბიანმა ახალგაზრდებთან ერთად მოინახულა. მაჟორიტარის თქმით,სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
“სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ყველა დასახლებულ პუნქტს უნდა ჰქონდეს საფეხბურთო სტადიონი იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ შეძლოს სპორტული ცხოვრებით დაკავება. ჩვენი მთავარი მიზანი, რომ სპორტი იყოს მხარდაჭერილი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება” – ამბობს ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის თქმით წლის ბოლომდე ათამდე საფეხბურთო მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია ჩატარდება.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერაიაში მოქალაქეების მხრიდან შემოდიოდა განცხადებები სტადიონების მოწყობასთან დაკავშირებით. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს ათამდე მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია. მომავალ წლებშიც გავარძელებთ მოედნების მოწყობას. ეს სივრცე ახალგაზრდებს ერთმანეთთან აკავშირებს, სპორტის მიმართ ხდება უფრო მეტად დაინტერესება. ჩვენ, მუნიციპალიტეტი დაინტერესებულები ვართ, ხელი შევუწყოთ ჯანსაღ ცხოვებას” – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.
2018 წლის ბოლომდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 8 საფეხბურთო მოედნის მოწყობა-რეაბილიტაია ჩატარდება. მიმდინარე წელს ჯამში 10 მოედანი გაკეთდება, რომლის ჯამური ღირებულება 130 808 ლარს შეადგენს.