10 სექტემბრიდან ქუთაისში ბადმინტონის სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას.
გაკვეთილები 7-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარდებათ. ბადმინტონის ჯგუფები უფასო იქნება.
“მიმდინარე წლის ივლისში, ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მე-11 სპორტულ სკოლას ბადმინტონის სახეობა დაემატა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სახეობა ახალგაზრდების მხრიდან დიდი დაინტერესებით სარგებლობს, ის წლების განმავლობაში მოთხოვნადი სპორტი იყო,”-აცხადებენ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში.
ერთ-ერთი ქუთაისელი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია, ნოემბერში კანადაში ბადმინტონის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.