სპორტი
"ტორპედო" "შერიფთან" საპასუხო მატჩს ტირასპოლში დღეს გამართავს
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს დღეს "შერიფთან" მოლდოვაში გამართავს. ტირაპსოლში შეხვედრა 21 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" მწვრთნელმა და კაპიტანმა გუნდის შემატებაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ "ტორპედო" სრულ მზადყოფნაშია და შეეცდებან გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარონ.

"გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გათვიცნობიერებული აქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის.თითოეული მატჩის წინ მეტოქის ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ. ის, რომ შინ 2:1 გვაქვს მოგებული, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს სიხარული მივანიჭოთ."- განაცხადა ჟურნალისტის კითვის საპასუხოდ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.

"შერიფი" ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ყველაფრისთვის მოვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ გავალთ. საამისოდ, ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ".- განაცხადა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ. 


შეგახსნებთ, რომ პირველი შეხვედრა ქუთაისში "ტორპედოს" გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

"ტორპედო" - "შრიფის" მეორე შეხვედრის ნახვას გულშემატკივრები კი ქუთაისში  ცენტრალურ სტადიონზე დიდი ეკრანის მეშვეობით შეძლებენ.
| Print |