ქუთაისის “ტორპედომ” ჩემპიონთა ლიგის
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ექვსი ფეხბურთელი დაიმატა. მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და გუნში ახალ წევრებს კიდევ ელოდებიან.
“სავარაუდოდ თავდამსხმელს დავიმატებთ. შესაძლოა, ერთი ან ორი იყო. არის მოლაპარაკება. უმოკლეს დროში გავარკვევთ ყველაფერს.” – განაცხადა ჩხეტიანმა.
კითხვაზე, მოესწრება თუ არა ფეხბურთელების კიდევ დამატება “შერიფთან” საპასუხო მატჩამდე, მწვრთნელმა განაცხადა:
“შეიძლება მოესწროს. იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაც აქამდე იყო. ჩემპიონატები დამთავრებული იყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც მოდიან ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებიან, მაგრამ მთავარია კლასით მაღალი ფეხბურთელები არიან და ჩვენს გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ”,- განაცხადა კახა ჩხეტიანმა.