“ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.
ტირასპოლში გამართულ საპასუხო მატჩში ქუთაისურმა კლუბმა საკუთარ კარში სამი ბურთი მიიღო.
“ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა – პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.”- განაცხადა “ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა. მან “შერიფს” გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ წარმატების მიღწევას ევროპალიგაზე შეეცდებიან.
“თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს… ვულოცავ “შერიფს” ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით. მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა…” – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.