ქუთაისის “ტორპედომ” ჩემპიონთა ლიგის
საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ტირასპოლის “შერიფთან” გამართული პირველი მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ანგარიშით 2:1 დასრულდა.
დაძაბულ მატჩში ტორპედოს კარში გოლი ზიგუი ბადიბანგამ მეთოთხმეტე წუთზე გაიტანა. წონასწორობა გიორგი ქიმაძემ აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი კი თერთმეტმეტრიანიდან გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.
ტორპედოელებს რამდენიმე გოლის გატანის საშუალება კიდევ ჰქონდათ, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენეს. ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ სტუმრებიც, თუმცა მეკარე როინ კვასხვაძემ გუნდის გადარჩენა შეძლო.
მატჩის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და მატჩი შეაჯამეს.
“შერიფის” მწვრთნელმა გორან საბლჩმა ტორპედოს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ წინ საპასუხო შეხვედრაა და შეცდომები, რომლებიც გუნდმა პირველ მატჩში დაუშვა გამოასწორებენ.
“ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. განცხადა, რომ გუნდს შეთამაშება აკლია, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ტორპედო მომდევნო ეტაპზე გადავიდეს.
კომენტარები, შეფასებები ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტში: