ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
“ტორპედომ” გამარჯვებით დაიწყო. ქუთაისურმა გუნდმა ტირასპოლის “შერიფს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია.სტუმართა მხრიდან მატჩის პირველი გოლი მე-14 წუთზე ზიგუი ბადიბანგამ გაიტანა. “ტორპედოდან” კი მეტოქის კარებში გოლები გორგი ქიმაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.
საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ტირასპოლში გაიმართება.
რა შეფასებები გაკეთდა მატჩის დასრულების შემდეგ “ტორპედოსა” და “შერიფის” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მიერ – ვრცელ მასალას რადიო “ძველი ქალაქი” შემოგთავაზებთ.