სპორტი
წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება
წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები აგვისტოს დასწყისში დასრულდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრველყოფს ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, ვიპ და პრეს ლოჟების გაკეთების, სველი წერტილების მოწყობისა და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის, ასევე სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის გაკეთების ხარჯები.
| Print |