კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,
სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს სამინისტროში შეხვდა და სპორტის სამ სახეობაში – მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში წარმატებულ გოგონათა და ვაჟთა თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ქედის სკოლის გუნდებს მსოფლიო სასკოლო სპორტულ ჩემპონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.
მძლეოსნობაში გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში მიემგზავრებიან, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულები მალტაზე, ბადმინტონში საუკეთესოები კი ინდოეთში გასამართ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.
19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ინდოეთში, ქ. პუნეში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ბადმინტონში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის N21 საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N98 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
ბადმინტონში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ: ბელგიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთის, ინდოეთის, იტალიის, ტაივანისა და თურქეთის სკოლების წარმომადგენლები