20 მარტს, სპორტკომპლექს “არენა-2”-ზე კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ საქართველოს ქალ ხელბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ხელბურთელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ – ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს ბოლო ასაკობრივი ტურნირია.
“მსურს მივესალმო საქართველოს ქალ ხელბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატება ვუსურვო. ამ გუნდმა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობით დიდი გამოცდილება დააგროვა და იმედი მაქვს, რომ მოახლოებულ პრინციპულ შეხვედრებში ღირსეულად წარდგება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა და ასაკობრივი ნაკრებების ჩამოყალიბებას და განვითარებას დიდი დრო დაუთმო, ეს ყველაფერი კი ეტაპობრივად შედეგებშიც უნდა აისახოს. ხელბურთის ფედერაციისთვის გამორჩეული იყო 2017 წელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობით და სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია გრძელდება – აპრილში ეროვნული ნაკრებების დონეზე, საინტერესო საერთაშორისო ტურნირს ვმასპინძლობთ. აგვისტოში, თელავის ახალი სპორტის სასახლე 18-წლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც ადგილობრივი გულშემატკივრისთვის დიდი ზეიმი იქნება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მიღებას რეგიონებშიც აქტიურად ვიწყებთ, რაც ცხადია ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციას და მასობრიობის გაზრდას, რაც გახლავთ კიდეც სამინისტროს ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება”.- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
20წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ქალტა ნაკრებისთავის 1-15 ივლისის ჩათვლით უნგრეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში თამაშობს. ნაკრების განრიგი ასეთია :
23 მარტი. 13:00 უკრაინა-საქართველო, 18:00 ხორვატია-რუმინეთი
24 მარტი. 13:00 ხორვატია-უკრაინა, 18:00 რუმინეთი-საქართველო
25 მარტი. 12:00 რუმინეთი-უკრაინა 15:00 საქართველო-ხორვატია
მსაჯები: მაიკე მერც – ტანია შილჰა (გერ), დანიელ კრაუზე – ნიკლას პედერსენ (დან)
დელეგატი: პეტერ ელეშ (უნგ)
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ის ასე გამოიყურება :
GK 12 ანა ვარდიშვილი (1999, 177, მამული)
GK 16 ქრისტინე ჯავახია (1998, 176, იდმან აკადემიასი, აზე)
LW 5 ანა ჩხაიძე (2003, 160, ქარიშხალა)
LW 14 ქეთი იაშვილი (2000, 166, მამული)
LB 13 ქეთი კუნელაშვილი (1999, 175, გრანოლერსი, ესპ)
LB 20 ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი)
CB 19 ანა ყველაშვილი (1998, 170, მამული)
CB 7 ელენე ჯავახიშვილი (2000, 172, მამული)
RB 8 ნინო შახულოვი (2001, 166, მამული)
RB, RW 18 ქეთევან ვენეცკი (1998, 174, იდმან აკადემიასი, აზე)
RW 23 მარიამ მიხელიძე (1999, 168, ყვარელი)
P 17 (კაპიტანი) მედეა ჩოხელი (1999, 177, ISI მიდტიულანდი, დან)
P 9 თამთა თეთრაშვილი (1998, 170, ყვარელი)
P 24 ჯულია ჩირგაძე (2001, 180, წყალტუბო)
მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972), მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)