კადეტთა შორის პირველი ადგილი ქუთაისელმა მათე გოქაძემ (მწვრთნელი ელგუჯა მარუაშვილი) მოიპოვა. ასევე, პირველი ადგილისთვის იბრძოლა და ოქროს მედალიც აიღო თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ალექსი ჟორჟოლიანმა (მწვრთნელი თეიმურაზ მურღულია ).
სპორტსმენებს მიღწეული წარმატება, ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე წლის აპრილის თვეში კიევში გაემგზავრება. ხოლო ალექსი ჟორჟოლიანი ივლისში რომში იასპარეზებს.