მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატზე, პირველი ადგილი
სამმა ქუთაისელმა სპორტსმენმა დაიკავა. ჩემპიონატი ყველა ასაკში ჩატარდა. პირველი ადგილი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში 18 წლის გიორგი ადამაძემ მოიპოვა, 70 კოლოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვება ასევე 18 წლის გიორგი ამბროლაძემ შეძლო, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი პირველ ადგილს ლევან მოწონელიძე დაეუფლა.
სპორტსმენების მწვრთნელი ირაკლი გამთენაძეა.
გამარჯვებულებს დღეს ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ უმასპინძლა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.