ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ საქართველოდან
პნევმატური იარაღიდან სროლაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ლიცენზია მოიპოვა. ქართული მორიგი ისტორიული მიღწევა უნგრეთის ქალაქ დიორში მოხდა. დიორში მასთან ერთად კიდევ ერთმა ქუთაისელმა ლიზი კილაძემ იასპარეზა, რომელიც ასევე, ფინალში მოხვდა, საბოლოოდ მეშვიდე ადგილი მოიპოვა.
ქუთაისელ მსროლელებს მიღწეული წარმატებები ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა ნინო ხუციბერიძეს კი წლევანდელ ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბუენოს აირესში 2018 წლის 6-18 ოქტომბერს გაიმართება.