სამტრედიას რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი ექნება.
პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ერთობლივიად ახორციელებს.
დაგეგმილია სტადიონის ხელოვნური საფარის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივი საფარით შეიცვლა, დაემატება ახალი ტრიბუნები, განთავსდება საშხაპეები და კეთილმოეწყობა სრული კომპლექსი.
სამტრედიის მინიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში და ხელს უწყობს სამტრედიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.