ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და
მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი გაიმართება. 1 თებერვალს ერთმანეთს “ქუთაისი 2010” და “წყალტუბო” დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.
ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩით დასრულდება.
წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და “ა” ლიგის 1 გუნდი ღებულობს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო (“ა” ლიგა).