საფეხბურთო კლუბი “ტორპედო”

 

ლოგოს და ფორმას ცვლის. ახალი ეკიპირებისა და ლოგოს პრეზენტაცია ხვალაა დაგეგმილი. როგორც კლუბის პრესსამსახურში აცხადებენ, ლოგოსა და ფორმის გამოცვლა პირველ რიგში გულშემატკივრის სურვილით ხდება, რადგან მათ ფორმა არ მოსწონთ. გარდა გულშემატკივრისა, საფეხბურთო კლუბის არსებული ფორმა და ლოგო არც “ტორპედოს” ხელმძღვანელობისათვის აღმოჩნდა მისაღები.

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბის ფორმა და ლოგო 2015 წელს შეიცვალა. მაშინ ახალი ლოგო 16 ვარიანტიდან, ხოლო ფორმა ექვსი ვარიანტიდან შეარჩიეს.
კონკურსის შედეგად შეირჩა ახლანდელი ლოგო და ფორმა , რომლის ავტორიც სოსო ბაბუნაშვილი იყო. მას საპრიზო თანხა, თითოეულ ნომინაციაში 150 ლარი (ჯამში 300) გადაეცა.

ახალი ფორმა და ლოგო, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა ხვალ რესტორან “სეზამში” წარადგენს, თავად კლუბის ხელმძღვანელობამ შეარჩია.  “ტორპედოს” გასულ წელს “სალერის” ეკიპირება ჰქონდა, წელს კი “ადიდასის” ეკიპირებით ითამაშებენ.
გარდა ფორმისა და ლოგოს პრეზენტაციისა დაგეგმილია მედიისათვის სხვა სიახლეების გაცნობაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *