სპორტი
ფონდმა "ქართუ" ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა და ახალი მოედნები გადასცა
ფონდმა ,,ქართუმ" დღეს ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა. - ამის შესახებ რადიო "ძველ ქალაქს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელთან ერთად ქუთაისის მერმა მოაწერა ხელი. მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ" დააფინანსა. რაგბის ბავშვთა აკადემიის ბაზაზე დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის მხარის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან, ვიცე გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ გენადი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ქუთაისის მერის განცხადებით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება ქუთაისში კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს ახალ თაობას სპორტით. მოხდება მათი მაქსიმალური ჩართულობა და დაინტერესება სპორტის ამ სახეობით.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი რისთვისაც მადლობას ვუხდი ფონდ ,,ქართუს" მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში






საქართველოში ჯუნიორ NBA – GBF ლიგის მორიგი,
20:32 / 15.05.2018
საქართველოში ჯუნიორ NBA – GBF ლიგის მორიგი,






კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი
15:15 / 15.05.2018
კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი






ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით,
15:40 / 08.05.2018
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით,






წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის
17:51 / 02.05.2018
წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის






ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
11:42 / 19.04.2018
ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
ახალი ამბები
სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას 8 ივნისს გამოაცხადებს
14:52 / 15.05.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" წინააღმდეგ
წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეა წარადგინეს
18:18 / 12.05.2018
წყალტუბოს საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი სარბაზის
ცესკო-მ ვანსა და ხონში  ჩატარებული არჩევნები შეაჯამა
12:02 / 09.05.2018
8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 73-ედ აღინიშნება
11:49 / 09.05.2018
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო
14:19 / 08.05.2018
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
ვალუტა
EUR
EUR
2.8773
TRY
TRY
0.5459
USD
USD
2.4423
ამინდი
თბილისი 15 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 29 °C
img
ბათუმი 19 - 26 °C
img