წყალტუბოს 2018 წელს, რაგბის თანამედროვე
სტანდარტების ახალი მოედანი ექნება,- ინფორმაციიას ამის შესახებ წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
რაგბის მოედანი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე განთავსდება. პროექტის განხორციელების საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გორგასლიძემ და იმერეთში რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ჩვენ მიმდინარე წელს განვახორციელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა გვქონდეს,” განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
რაგბის მოედანის მოსაწყობად თანადაფინანსების თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წყალტუბოს სარაგბო გუნდი “დინოზავრების” საფეხბურთო გუნდის “სამგურალის” სტადიონზე ვარჯიშობდნენ, თუმცა ახლა სტადიონზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული პრობლემის შესახებ რადიო “ძველი ქალაქმა” სიუჟეტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა.