ქუთაისის მერმა
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის საფეხბურთო კლუბი “ტორპედო”, როგორც წლის ჩემპიონი გუნდი, დააჯილდოვა.
“დღეს “ტორპედოს” ფეხბურთელებსა და მათ ხელმძღვანელობას ვუმასპინძლეთ, მივულოცეთ ჩემპიონობა, მადლობა გადავუხადეთ დიდი საქმისათვის და წარმატებები ვუსურვეთ,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რამაზ ჩხიკვაძის განცხადებით, გუნდს აქვს შესაძლებლობა ქართული ფეხბურთის სახელი ევროპაში გაიტანოს.
“15 წლის შემდეგ ქუთაისის “ტორპედომ” გამარჯვება გვაჩუქა. ქალაქის ხელმძღვანელობა, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს სრული შემადგენლობა, გუნდის გულშემატკივრები ვართ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს გუნდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ქართული ფეხბურთი ფართოდ გაიტანოს ევროპულ სარბიელზე,”-განაცხადა ჩხიკვაძემ.
ფეხბურთელების გარდა, კლუბის ხელმძღვანელობა, მწვრთნელთა სრული შემადგენლობა და ადმინისტრაციაც დაჯილდოვდა.