“წყალტუბო” “ტიტებთან” დამარცხდა.
შეხვედრა თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში 28 იანვარს გაიმართა. დამარცხების მიუხედავად, “წყალტუბოდან” ყველაზე შედეგიანები აღმოჩნდნენ: 31 ქულით კორი კოქსი, გიორგი კუჭავა 11 მოხსნა, დავით წივწივაძე 11 პასი.
“ტიტებიდან” ყველაზე შედეგიანები აღმოჩნდნენ: ბექა ჩიკვიკლაძე – 24 ქულა, ჯონ ედუარდ ბრიტონი – 10 მოხსნა, კაჰიმ რაშად რენსომი – 7 პასი.
შეხვედრა “ტიტების გამარჯვებით – 109:98 დასრულდა.
წაგების მიუხედავად, “წყალტუბო” “თსუ-ჰიუნდაისთან” ერთად 2-3 ადგილს ინარჩუნებს. “თსუ-ჰიუნდაი” გასულ კვირას “კავკასიასთან” 68:84 დამარცხდა.