ქუთაისის სპორტის სასახლეში “ა” ლიგის
მეორე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საკალათბურთო გუნდები “წყალტუბო” და “კავკასია” დაუპირისპირდნენ. “წყალტუბომ” “კავკასია” 4 ქულის სხვაობით 85:81 დაამარცხა.
თამაშის ლიდერები “წყალტუბოდან” თომას ფეენი და გუჯა ბირკაია გახდნენ. თომას ფეენმა 26 ქულა მოაგროვა, გუჯა ბირკაიას ანგარიშზე 15 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასია. მას სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა, ჩარლეს ბრონსონმა ორმაგი დუბლი გააკეთა, მის ანგარიშზე 12 ქულა და 12 მოხსნაა.
“კავკასიიდან” 25 ქულა ვასილ კუტალაძემ მოაგროვა, მაიკლ თორნის ანგარიშზე 13 მოხსნაა, ტრეი ბაინამმა კი 7 პასი გააკეთა.
მომდევნო მატჩს “წყალტუბო”28 იანვარს გამართავს და “ტიტებს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, 16 საათზე დაიწყება.