ს/კ “წყალტუბო” “ა” ლიგის მეორე
ტურის მატჩს 22 იანვარს გამართავს. “წყალტუბო” “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს” დაუპირისპირდება.
მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30 წუთზე დაიწყება.
შეგახსენებთ, “ა” ლიგის გათამაშება 17 იანვარს დაიწყო. “წყალტუბომ” მაშინ “არენა” 13 ქულის სხვაობით დაამარცხა და 77:64 გაიმარჯვა. “კავკასია” კი “ტიტებთან” 39 ქულის სხვაობით, 57:96 დამარცხდა.